ზივზივაძის ქულა ნიურნბერგში

0
24

ბუდუ ზივზივაძის დებიუტი „კარსლრუეს“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ გადაიდო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში კარლსრუელები სტუმრად „ნიურნბერგს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამიდან თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო.
„კარლსრუედან“ 26-ე წუთზე ანგარიში კაუფმანმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დუამ გაიტანა.
„კარლსრუე“ 36 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“ გასვლაზე „სუმგაითს“ 4:0 სძლია. გამარჯვებულებში საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა. ნახევარმცველი ვატო არველაძე ბაქოელთა განაცხადში არ იყო.“ნეფთჩი“ 60 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
დავით ვოლკოვის „საბაჰი“ „საბაილს“ ეწვია და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. „საბაჰი“ 65 ქულით მეორეა.