ვლადიმირ ვაისი: „კვარაცხელიას შეუძლია „ოქროს ბურთი“ მოიგოს“

0
27

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მომავალში მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს და „ოქროს ბურთი“ მოიგოს.
„კვარაცხელიას შეუძლია მომავალში „ოქროს ბურთი“ მოიგოს და მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს. ყველაფერი ამისკენ მიდის. „ნაპოლი“ მისთვის საუცხოო გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ხვიჩას ნეაპოლელბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვუსურვებ.
100 პროცენტით მჯერა, რომ „ნაპოლი“ მის კარიერაში ბოლო გუნდი არაა. ხვიჩას ესპანეთისა და ინგლისის დიდ გუნდებში თამაში შეუძლია. მას დიდი მომავალი ელოდება“ – იუწყება Sport24 სლოვაკური ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელისს ნათქვამს.
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი „გამოიმუშავა“.
ლაშა თაბაგარი