დავითაშვილის გუნდმა ლიდერთან სხვაობა შეამცირა

0
40
30 Zuriko DAVITASHVILI (fcgb) during the Ligue 2 BKT match between Bordeaux and Dijon at Stade Matmut Atlantique on September 17, 2022 in Bordeaux, France. (Photo by Vincent Poyer/FEP/Icon Sport) - Photo by Icon sport

„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
30-ე ტურში ჟირონდელებმა „ბასტია“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ბორდოდან“ პირველი გოლი 37-ე წუთზე მაჯამ გაიტანა, ხოლო 48-ე წუთზე ფრანსერჟიომ მეტოქის კარი მეორედ აიღო. „ბორდოს“ 56 ქულა აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერმა „ლე ავრმა“ ფრე ითამაშა, უშუალო მეტოქეს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.
„მეცი“ გასვლაზე „პოს“ შეხვდა და 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 89 წუთი დაჰყო, მაგრამ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა. „მეცი“ 52 ქულით მეოთხეა.