იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში “ვირტუს ბოლონიამ”, რომელშიც თორნიკე შენგელია გამოდის, “ნაპოლის” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ცხრილში მთელი 13 პოზიციით ასწრებს, 81:89 წააგო.
“ვირტუსი” პირველ ადგილზე მყარადაა და ამ წაგების მიუხედავად კონკურენტ “ემპორიო არმანისს” 4 ქულით სჯობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. მან 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგო. ჯამში თორნიკემ 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა 23 ქულით.
19 მოგებითა და 6 მარცხით “ვირტუსი” სერია A-ს ლიდერობს. მეორეზე 17 მოგებითა და 7 მარცხით მილანის “ემპორიო არმანია”. 26-ე ტურში ბოლონიელები ტრენტინოს უმასპინძლებენ.




