ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის ერთ-ერთ ბოლო მატჩში “ორლანდო მეჯიქმა” “ბრუკლინს” უმასპინძლა და მეტოქე 101:84 დაამარცხა.
ფლორიდელთა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 12 ქულითა და 15 მოხსნით ახალ კლუბში პირველი ორმაგი დუბლი გაახერხა. გოგამ 5 მოხსნა შეტევისას განახორციელა, ამასთან თითო შედეგიანი გადაცემა, ჩაჭრა და დაფარება ჰქონდა.
რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩში “მეჯიქი” თანაშტატელ “მაიამის” გასვლაზე შეხვდება და წლევანდელ სეზონს დაასრულებს.





