„მეზიოკიოვეში“, რომელშიც ილია ბერიაშვილი გამოდის, უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 26-ე ტურში სატურნირო ცხრილში „დებრეცენთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და უნგრეთში თავის სადებიუტო სეზონში მე-10 შეხვედრა ჩაატარა. „დებრეცენმა“ ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. სტუმრებს 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ მასპინძლები ამით ვერ ისარგებლეს.
„მეზიოკიოვეშდი“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის მე-5 ტურში „ტურონი“, რომლის შემადგენლობაში ანრი ჭიჭინაძე და ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდიან, შინ „ოლიმპიკთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმრებმა 61-ე წუთზე ჭიჭინაძის მიერ გატანილი ავტოგოლით გაიმარჯვეს. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ბეგლარიშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. „ტურონი“ 2 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.





