კომპანიმ „ბარნლი“ პრემიერლიგაში დააბრუნა

0
19

„ბარნლი“, რომელსაც ვენსან კომპანი წვრთნის, ინგლისის პრემიერლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
ჩემპიონშიფის მე-40 ტურში „ბარნლიმ“ „მიდლსბრო“ 2:1 დაამარცხა და 87 ქულა დააგროვა, რის წყალობით, მომავალ სეზონში პრემიერლიგაში თამაში გაინაღდა.
ბელგიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ექსკაპიტანი კომპანი „ბარნლის“ გასული წლის ივლისიდან ავარჯიშებს.
ის 2019 წელს „ანდერლეხტის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს 2022 წლამდე უძღვებოდა.