გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის შეძენის მთავარი პრეტენდენტი „ლესტერია“.
მამარდაშვილის აგენტი ამჟამად ლონდონშია და ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს ხვდება.
22 წლის მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მეორე სეზონს ატარებს. მან ამ სეზონში „ღამურების“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში 27-ჯერ ითამაშა, ხოლო ესპანეთის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა. მან 5 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.





