საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 77-ეა

0
66

ფიფა/კოკა-კოლას მარტის თვის რეიტინგში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი თებერვალთან შედარებით ერთი საფეხურით დაწინაურდა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 77-ე ადგილზეა, რაც ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო შედეგია.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდა ესპანეთის რეიტინგში მეათეა, შოტლანდია – 36-ე, ნორვეგია – 44-ე, ხოლო კვიპროსი – 111-ე.
ფიფას რეიტინგში არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე საფრანგეთია, მესამეზე კი – ბრაზილია.
ლაშა თაბაგარი