კიტეიშვილის მეოთხე გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში

0
47
SOCCER - BL, Sturm vs Rapid GRAZ,AUSTRIA,02.APR.23 - SOCCER - ADMIRAL Bundesliga, championship group, SK Sturm Graz vs SK Rapid Wien. Image shows the rejoicing of Otar Kiteishvili Sturm. PUBLICATIONxNOTxINxAUTxSUIxSWE GEPAxpictures/xChrisxBauer

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში გოლი დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო, ხოლო „შტურმმა“, რომელსაც საჩემპიონი ამბიცია აქვს შინ ვენის „რაპიდს“ 3:1 აჯობა. კიტეიშვილი თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და ოთხ წუთში მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი, რომელიც ემეგას გადააწოდა, ამ უკანესკნელმა კი დროული პასი მისცამეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. საბოლოოდ, ეს გოლი მატჩში ბოლო აღმოჩნდა.
„რაპიდთან“ მატჩმდე ბოლოს კიტეიშვილმა გოლი შარშან 6 ნოემბერს სტუმრად „ალტახთან“ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო „შტურმში“ ბუნდესლიგაში მხოლოდ 11-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
გარდა ამისა, ოთარმა 5 შეხვედრა ევროპა ლიგაში ჩაატარა, სადაც თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი