„დინამომ“ ბოლო წუთზე მოიგო, ბათუმელებმა „სამგურალი“ „დაბომბეს“

0
65

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორივე ლიდერმა მოიგო.
გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი თბილისის „დინამო“ ბათუმში ანგისას საწვრთნელ ბაზაზე ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მე-2 წუთზე თბილისელთა მეკარე დავით კერესელიძე პასს თანაგუნდელს უკეთებდა, მაგრამ მიშიკო სარდალიშვილს მოახვედრა ბურთი, რომელიც მიუვიდაგია აფხაზავას, ამ უკანასკნელს კი, ანგარიშის გახსნა არ გაჭირვებია – 1:0.
32-ე წუთზე „დინამომ“ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ოსეი ბარნსის მიერ ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ, დავით კობოურმა თავურით ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი გაბრიელ სიგუა მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და გადაცემა სერბ ზორან მარუშიჩს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვარდნაში ერთი შეხებით დარტყმით სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
„დინამო“ 16 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო უჩა სოსიაშვილის თავკაცობით „შუქურამ“ 3 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. გია გეგუჩაძის გუნდმა „აჭარაბეთ არენაზე“, სადაც ცარიელი ადგილი ბევრი იყო საქმე პირველ ტაიმში მოამთავრეს. შეხვედრის მე-8 წუთზე პაატა ღუდუშაურმა დაახლოებით 20 მეტრიდან შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა. 24-ე წუთზე თანაგუნდელს არც სანდრო ალთუნაშვილი ჩამორჩა, რომელმაც 25 მეტრიდან „გაისროლა“ და მეკრე ლევან შოვნაძე ამჯერადაც უძლური აღმოჩნდა.
ბათუმელები 16 ქულით მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ თბილისელ თანამოსახელეებს გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩებიან. გიორგი ჭელიძის დამოძღვრილი „სამგურალი“, რომელსაც სეზონის წინ სამეულისთვის ბრძოლის ამბიცია ჰქონდა, 7 ქულით მეექვსეა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩები 8 და 9 აპრილს ჩატარდება.

კლუბი ±
1. დინამო თბ დინამო თბ 6 10 16
2. დინამო ბთ დინამო ბთ 6 9 16
3. ტორპედო ტორპედო 6 5 12
4. საბურთალო საბურთალო 6 2 9
5. დილა დილა 6 2 9
6. სამგურალი სამგურალი 6 -3 7
7. თელავი თელავი 6 -2 5
8. სამტრედია სამტრედია 6 -7 4
9. შუქურა შუქურა 6 -5 3
10. გაგრა გაგრა 6 -11 1

ლაშა თაბაგარი