გოჩოლეიშვილის პირველი გოლი „შახტარში“

0
54

გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარში“ გადასვლის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მე-19 ტურში დონეცკელები ოდესაში ადგილობროვ „ჩერნომორეცს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ერთ მცველს გაექცა, რის შემდეგ „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – 2:1. მან დონეცკელთა მაისურით მესამე შეხვედრა ჩაატარა. „შახტარმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 41-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა.
დონეცკელები 43 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი