საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ პსჟ-ს მცველ სერხიო რამოსს ძალიან მიმზიდველი წინადადებით მიმართა.
ფრანგული გამოცემის L’Equipe-ის ინფორმაციით, არაბებმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს წელიწადში ხელფასის სახით 30 მილიონი ევრო შესთვაზეს. თუმცა, ეს სასტარტო წინადადებაა და თანხა შესაძლო 50 მილიონ ევრომდე გაიზარდეს.
ამჟამად, პსჟ-ს ცენტრალური მცველი წელიწადში 10 მილიონ ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს გადასახადების გადახდამდე. ამასთანავე, პარიზული კლუბის ხელმძღვანელები ეცდებიან, რომ რამოსთან ახალი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკების დროს ხელფასი კიდევ უფრო დააკლონ.
37 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩშსი 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.





