ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მარსელო ბიელსა გაწვრთნის. TyC Sports-ის ჟურნალის სესარ ლუის მერლოს ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტსა და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკება დასკვნით სტადიაზეა.
ბიელსა კონტრაქტს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე გააფორმებს და მისი ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება,
67 წლის ბიელსა ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაითხოვეს.
ამჟამად, ურუგვაელებს დროებით მარსელო ბროლი წვრთნის, რომელიც დიეგო ალონსო შეცვალა – ეს უკანასკნელი თანამდებობიდან კატარში გამართული მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში გუნდის პლეი-ოფში ვერგაყვანის შემდეგ დაითხოვეს.





