ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას 2028 წლამდე დადებს. მას მოქმედი კონტრაქტის 2027 წლამდე აკავშირებს.
კვარაცხელიას ხელფასი 1 მილიონი ევროთი გაიზრდება და ის წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. ბონუსების გათვალისწინებით კი, 22 წლის ფეხბურთელი წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმშავებს.
ახალ კონტრაქტში ხვიჩას გამოსასყიდი თანხა გათვალისწინებული არაა. „ნაპოლიმ“ შესაძლია მის გაყიდვაზე 2024 წელს ან უფრო მოგვიანებით იფიქროს. თუმცა, ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვს.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩაატრებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი






