საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ, 28 მარტს, ბათუმში გამართავს.
27 მარტს, გუნდები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც მთავარი მწვრთნელების ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი”, აზერბაიჯანი).
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (“შახტარი”, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი (“აპოელი”, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი”, სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე (“ანკარაგუჯუ”, ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).
27 მარტის განრიგი:
16:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.
16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).
17:30 ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.
18:00 ნორვეგიის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
მატჩზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციების მიღება 27 და 28 მარტს 13:00-დან 15:00 საათამდე შეუძლიათ.
საქართველოსა და ნორვეგიის შორის შეხვედრა 28 მარტს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.




