ქეცბაიამ მარცხით დაიწყო

0
7

კვიპროსის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო.
A ჯგუფის პირველ შეხვედრაში კვიპროსელები გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიას შეხვდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
მატჩის 21-ე წუთზე ანგარიში მაკგინმა გახსნა. 87-ე წუთზე მაკტომინეიმ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დუბლი შეასრულა. კვიპროსელებმა შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულეს, რადგან 95-ე წუთზე იოანუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფშია საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ თამაშს 28 მარტს ბათუმში ნორვეგიასთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი