ბეკასესემ „ელჩეში“ მაჩინი შეცვალა

0
46

პაბლო მაჩინი „ელჩეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, იუწყება კლუბის პრესსამსახური.
47 წლის ესპანელ სპეციალისტს კარისკენ ლა ლიგის 26-ე ტურში „რეალ სოსიედადთან“ (0:2) მარცხის შემდეგ მიუთითეს. მან თანამდებობაზე მხოლოდ 4 თვე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით „ელჩემ“ 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.
მიმდინარე სეზონში მაჩინი მესამე მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელიც „ელჩემ“ გაუშვა. მანამდე, კლუბის ხელმძღვანელებმა ფრანსისკო როდრიგესი და ხორხე ალმირონი გაათავისუფლეს.
მაჩინის ნაცვლად მიმდინარე სეზონის ბოლომდე მთავარ მწვრთნელად არგენტინელი სებასტიან ბეკასესე დანიშნეს. 42 წლის სპეციალისტი მანამდე ხორხე სამპაოლის თანაშემწედ ჩილესა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა.
„ელჩეს“ 13 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა – მე-19 პოზიციაზე მყოფ „ალმერიას“ 13 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი