ჰოჯსონი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა

0
42

„კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე როი ჰოჯსონი დანიშნეს, იუწყება ლონდონური კლუბის პრესსამსახური.
ინგლისის ეროვნული ნაკრების 75 წლის ექსმწვრთნელმა „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან ფრანგი პატრიკ ვიერა შეცვალა, რომელიც გასულ კვირაში დაითხოვეს.
მან ფეხბურთელის კარიერა „კრისტალ პალასში“ დაიწყო, სადაც 1965-1966 წლებში თამაშობდა. ის ლონდონელებს ერთხელ უკვე ავარჯიშებდა – 2017-2021 წლებში.
სხვათა შორის, ჰოჯსონმა წინა სეზონის მიწურულს, რომელიც „უოტფორდში“ გაატარა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას ასრულებდა. თუმცა, „კრისტალ პალასის“ ხელმძღვანელები უარით არ გაისტუმრა.