გაგი მარგველაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში თავი მეოთხედ გამოიჩინა.
„შკუპი“, სადაც ქართველი მცველი გამოდის სტუმრად „აკადემია პანდევს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი ფეხბურთელის გაძევების გამო კაცნაკლული იყო, ანგარიში გახსნა – მისი თანაგუნდელის მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთს კარის შორეული კუთხეში მიასწრო და გაიტანა. მან ამ სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში მეოთხე გოლი მიითვალა.
მასპინძლებმა, რომელთა რიგებში მიხეილ ერგემლიძე ირიცხება საპასუხო ბურთი 79-ე წუთზე პენალტიდან გაიტანეს. ერგემლიძე განაცხადში არ იყო.
მოქმედი ჩემპიონი „შკუპი“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „სტრუგას“ 4 ქულით ჩამორჩება.
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში მოსკოვის “დინამომ” სტუმრად “ურალი” 1:0 დაამარცხა. მოსკოველებში შეუცვლელად ითამაშეს მცველმა საბა საზონოვმა და ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ, რომლებიც საქართველოს ეროვნულ გუნდში მარტის მატჩებისთვის გამოიძახეს.





