აპოელის ქართული ტრიოს ფრე

0
49

კვიპროსის ჩემპიონონობისთვის მებრძოლმა აპოელმა, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, მორიგ ტურში საშინაო შეხვედრა ვერ მოიგო.
ნიქოზიელები „პაფოსს“ შეხვდნენ და გუნდები უგოლოდ დაშორდნენ.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი მოხვდნენ – პირველმა შეუცვლელად ითამაშა და 91-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორემ მოედანი პირველი ტაიმის მერე დატოვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი განაცხადში იყო, მაგრამ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
აპოელს 61 ქულა აქვს და ზედა ექვსეულში ლიდერია.