“სლოვანის”დასანანი მარცხი 1/8-ფინალში

0
14

ბრატისლავას “სლოვანი”, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში ვერ გავიდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 1/8-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად შვეიცარიის “ბაზელთან” 2:2 დაასრულა, ხოლო სახლში გამართულ საპსუხო შეხვედრაში დასანანად დამარცხდა.
სლოვაკების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მცველი გურამ კაშია, ექსკაპიტანი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდნენ. მათგან ჩაკვეტაძე, რომელსაც საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ჰქონდა 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დანრჩენმა ორმა სრულად ითამაშა.
მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნა აბუბუქარს შეეძლო, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-10 წუთზე “სლოვანმა” კუთხური გაითამაშა, რასაც საჯარიმოში ბურთის ჩაწოდება მოჰყვა და საჰაერო ორთაბრძოლა კუცკამ მოიგო, აბუბაქარმა კი ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. მე-17 წუთზე ბრატისლაველთა შეტევის დროს შვეიცარიელმა მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია და კუცკამ ერთი შეხებით გაიტანა.
53-ე წუთზე “ბაზელიდან” ანგარიში კალაფიურიმ შეამცირა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ამდაუნიმ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და “სლოვანის” მეკარის შეცდომის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა.
დამატებითი დრო დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში “ბაზელმა” 4:1 გაიმარჯვა. კაშიას და კანკავას პენალტი არ დაურტყამთ.