„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ხავი ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად „რეალთან“ 1:0 მოგებულ შეხვედრაში შედეგით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ გუნდის თამაშით – არა.
„ძალიან კარგი შედეგია. საპასუხო მატჩი დარჩა, მაგრამ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვართ. „რეალს“ მის მოედანზე, სადაც ჩვეულებისამებრ ბევრ მომენტს ქმნის, ცოტა რამის გაკეთების საშუალება მივეცით. დღეს კი, 89-ე წუთამდე არცერთი მომენტი ჰქონია. გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო.
ბოლო პერიოდში გუნდი როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი მუშაობს. მეტოქეს საგოლე მომენტები არ შევაქმნევინეთ, მაგრამ ასეთი დომინირების საშუალება არ უნდა მივცეთ. შედეგით კმაყოფილი ვართ, მაგრამ თამაშით – არა.
გარკვეული უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით. ჩვენ სახლში ვითამაშებთ საკუთარი ფანების წინაშე, მაგრამ წაგების შემთხვევაშიც გეტყოდით, რომ მომავალი თამაში ერთი თვის მერე გვაქვს.
მართალია, ეს „კლასიკოა“, მაგრამ ის პატივისცემაზეა დაფუძნებული და ორივე გუნდი ფეარ-პლეის პრინციპს იცავდა“ – განაცხადა ხავიმ Movistar-თან.





