მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ მისი გუნდი ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ „ბარსელონასთან“ (0:1) მარცხს არ იმსახურებდა.
„ძალიან ცუდი შედეგია, რომელსაც არ ვიმსახურებდით, რადგან კარგად ვთამაშობდით, ინტენსიურად და „ბარსელონას“ ისე მოქმედების საშუალება არ მივეცით როგორც სურდა. მეტოქე თავს ძალიან უკნიდან იცავდა და დიდი წნეხის ქვეშ მოვაქციეთ. ამ მხრივ მატჩი კარგი აღმოჩნდა.
თუმცა, ჩვენ დამამთავრებელ ფაზაში იღბალი არ გვყოფნიდა და საგოლე მომენტების შექმნა რთული იყო. „ბარსელონას“ ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავს. ხშირად ვუტევდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ამ მატჩმა იმედი ჩამისახა საპასუხო შეხვედრის წინ. თუ ასევე ვითამაშებთ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება“ – იუწყება იტალიელის სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა Marca.




