გიორგი ლორიამ 9 თებერვალს კვიპროსის ჩემპიონატში სტუმრად „ნეა სალამინასთან“ 1:0 მოგებულ მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა და „ანორთოსისში“ ითამაშა. თუმცა, მისი დაბრუნება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან ფამაგუსტელები კვიპროსის თასს 1/4-ფინალში გამოეთიშნენ.
„ანორთოსისმა“ პირველი მატჩი ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ სტუმრად 1:2 წააგო, ხოლო გუშინ შინ მეტოქეს დაუზავდა (1:1) და ტიტულისთვის ბრძოლას ჩამოშორდა,
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ნიქოზიელებთან შეუცვლელად ითამაშა. „ანორთოსის“ განაცხადში არ იყო კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ავთო ებრალიძე.




