ბრატისლავას „სლოვანს“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლა გადახდა რანგით მეორე ლიგის „სამორინთან“.
განვლილ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი დააყენა – გიორგი ჩაკვეტაძე თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, ჯაბა კანავა თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ იყო.
მასპინძლები მე-6 წუთზე საბომ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან 41-ე წუთზე საპასუხო ბურთი სომხეთის ნაკრების გარემარბმა ბარსეგიანმა გაიტანა.
ძირითად და დამატებით დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო პენალტებში „სლოვანმა“ 4:2 მოიგო – ჩაკვეტაძეს თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს.




