მარტის სანაკრებო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში სასტარტო თამაშს კი, ჩვენი გუნდი, 28 მარტს ჩაატარებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. წლის პირველი ოფიციალური თამაში კი, ჩვენ გუნდს ნორვეგიის წინააღმდეგ ექნება. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება.
მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში იყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე დღეს, 2 მარტს, 12:00 საათზე დაიწყო. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
25 მარტი | საქართველო – მონღოლეთი | 18:00
- ბილეთის ფასი: 10, 20, 30 ლარი
- VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).
28 მარტი | საქართველო – ნორვეგია | 20:00
- ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი
- VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).





