„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, დანიის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ვეილეს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 66-ეზე შეცვალეს.
შეხევდრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში 68-ე წუთზე დარამის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე თავი კლაესონმა გამოიჩინა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 6 აპრილს ჩატარდება.





