წიტაიშვილის პირველი მატჩი წელს, „ლეხი“ ვროცლავში დამარცხდა

0
22

გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე წელს პოზნანის „ლეხში“ პირველი მატჩი ჩაატარა. პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში პოზნანელები სტუმრად ვროცლავის „შლიონსკის“ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ამჯერად, „ლეხის“ ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრნელმა ნიდერლანდელმა ჯონი ვან დერ ბრომმა სასტარტოში საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი ათამაშა – ნიკა კვეკვესკირი და წიტაიშვილი. პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა და 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორე 70-ე წუთზე შეცვალეს,
33-ე წუთზე „ლეხი“ კაცნაკლული დარჩა, რადგან მურავსკიმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 34-ე წუთზე ესპოზიტომ ანგარიში გახსნა, ხოლო იებოამ 57-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. „ლეხიდან“ ერთი ბურთი 82-ე წუთზე სკორაშმა გაქვითა.
მოქმედი ჩემპიონი „ლეხი“ 36 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.