„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
მე-19 ტურში დედაქალაქელებმა „ოლბორგს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მასპინძლებმა კლაესონის მიერ 62-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.
მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 33 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ნორსიელანდა“ 6 ქულით ჩამორჩება.
საბერძნეთის სუპერლიგი 24-ე ტურში „პანაიტოლკოსი“ გასვლაზე „ლევადიაკოსს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლევან შენგელია იყო, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. „პანაიტოლიკოსი“ 28 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.




