„საუთჰემპტონს“ სეზონის ბოლომდე ესპანელი უხელმძღვანელებს

0
24

ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერ „საუთჰემპტონს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ესპანელი რუბენ სელესი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
მანამდე, სელესი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. მან ნათან ჯონსი შეცვალა, რომელიც 12 თებერვალს დაითხოვეს. ჯონსი „საუთჰემპტონის“ თავკაცად გასული წლის ნოემბერში რალფ ჰაზენჰიუტლი შეცვალა. მართალია, 49 წლის უელსელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, მაგრამ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში ჩატარებული 9 მატჩიდან 8 წააგო და სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა.