ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები ცნობილია

0
32

უეფას ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები ცნობილია. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ტურნირის ნახსენებ სტადიაზე ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირიპირდებიან.
“უნიონი” (ბერლინი) – “უნიონ სენ ჟილი”
“სევილია” – “ფენერბაჰჩე” (სტამბოლი)
“იუვენტუსი” (ტურინი) – “ფრაიბურგი”
“ბაიერი” (ლევერკუზენი) – “ფერენცვაროში” (ბუდაპეშტი)
“სპორტინგი” (ლისაბონი) – “არსენალი” (ლონდონი)
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ბეტისი” (სევილია)
“რომა” – “რეალ სოსიედადი”
“შახტარი” (დონეცკი) – “ფეინოორდი” (როტერდამი)
1/8-ფინალის პირველი მატჩები 9 მარტს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 16 მარტს.