ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 30 წლის ქართველი თავდამსხმელი “მეიჩჟოუ ჰაკას” ღირსებას დაიცავს, რომელმაც გასულ სეზონში 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა.
ლობჯანიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ყიზილჟარში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში 10-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.
ის კარიერის განმავლობაში “ყიზილჟარის” გარდა, თბილისის “ვიტ ჯორჯიაში”, ქობულეთის “შუქურაში”, ბათუმის “დინამოში”, “ორენბურგში”, “რუსთავში”, “თარაზში”, “ქაისარში” და “ტობოლში” გამოდიოდა.




