აგდამის „ყარაბაღი“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა.
აგდამელებმა 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველა მატჩში შინ ბელგიის „გენტი“ 1:0 დაამარცხეს. საპასუხო შეხვედრის 74-ე წუთზე მასპინძლებიდან გუგეშაშვილის კარი ორბანმა აიღო და როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ბელგიელმა ფეხბურთელებმა პენალტების სერია მეტოქეზე უკეთესად შეასრულეს და 5:3 გაიმარჯვეს.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ყოფილმა მეკარე გუგეშაშვილმა ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.




