პოზნანის „ლეხი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ მატჩში პოზნანელები სტუმრად ნორვეგიის „ბოდო/გლიმტს“ უგოლოდ გაეყარნენ, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვეს.
პირველი თამაშისგან განსხვავებით კვეკვესკირი სასტარტოში არ იყო და მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა, ხოლო წიტაიშვილს ამჯერადაც სათადარიგო სკამზე ჯდომა აკმარეს.
პოლონური გუნდიდან გამარჯვების გოლი 62-ე წუთზე იშაკმა გაიტანა.



