ბენჟამინ ტეიდი ისევ ბათუმის “დინამოში” ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
28 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი ბათუმელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და გუნდთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოქროს მედლების მოპოვების გარა, სუპერთასსაც დაეუფლა. მან განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ “დინამო” დატოვა, თუმცა ახალ სეზონში შავიზღვისპირელების ღირსებას დაიცავს.
ბათუმელტა პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე შეუერთდება, რომელმაც მიმდინარე სეზონი პოლონეთის ექსტაკლასას “ზაგლებიეში” დაიწყო, სადაც 15 მატჩი ჩაატარა.
26 წლის გიორბელიძე კარიერის განმავლობაში “ზაგლებიეს” გარდა, ბოლნისის “სიონში”, გორის “დილაში”, ავსტრიის “ვოლფსბერგერში” და დრეზდენის “დინამოში” გამოდიოდა.




