ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ „ნაპოლის“ მთავარი მტერი ზედმეტი თავდაჯერებაა. ნეაპოლელთა თავკაცმა ამის შესახემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
„გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც იცის 4-3-3 ტაქტიკას რა უნდა დაუპირისპიროს. ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან კიდევ ერთი თამაში დარჩა, რომელიც მოსაგებია. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ზედმეტი თავდაჯერებაა, როდესა უკვე ფიქრობ, რომ ყველაფერი გააკეთე.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია, მაგრამ მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ“ – იუწყება სპალეტის ნათქვამს იტალიური მედია.




