“დინამომ” ამხანაგურ შეხვედრაში “ლევადიას” მოუგო

0
19

თურქულ შეკრებაზე დინმოელებმა მეშვიდე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც ტალინის “ლევადიას” დაუპირისპირდნენ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს.
შეხვედრა მთლიანად თბილისელეთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშში სხვაობა უფრო სოლიდური შეიძლებოდა ყოფილიყო. ორივე ტაიმში დინამოელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს ესტონელთა კართან. საბოლოოდ კი გოლი მხოლოდ 79-ე წუთზე გავიდა, ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის კაპიტანი დავით სხირტლაძე გამოირჩა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩს დღეს თბილისის დროით 19:30 საათზე, ლატვიის ვირსლიგის მეორეადგილოსან “რიგასთან” ჩაატარებს.
“დინამო” – “ლევადია” 1:0 (0:0)
“დინამო”: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ხვადაგიანი, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, გონსალვეში (კამარა 35), ოდიშარია, იმრანი, მარუშიჩი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: კუტალაძე, კალანდაძე, სხირტლაძე, მოისწრაფიშვილი, ტაბიძე, პარკაძე, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, სიგუა