ქუთაისის “ტორპედოსაც” “მაკრონი” შემოსავს

0
57

ბათუმის “დინამოს” მსგავსად ქუთაისის “ტორპედოს” ტექნიკური სპონსორიც კომპანია “მაკრონის” გახდა. ამის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
შეგახსენებთ, რომ “მაკრონი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორიცაა/
მაკრონი 1971 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია. კომპანიის მიერ წარმოებული ეკიპირებით უეფას წევრი 7 ნაკრები ასპარეზობს. “მაკრონი” არაერთი ევროპული კლუბის ტექნიკური სპონსორია. მათ შორის არიან “ლაციო”, “ბოლონია”, “ვერონა”, “სამპდორია”, “უდინეზე”, “სტოკ სიტი”, “ბლექბერნ როვერსი”, “რეალ სოსიედადი”, “კადისი”. “მაკრონი” უეფას სამსაჯო ეკიპირების ოფიციალური სპონსორიც გახლავთ.