19-წლამდელების ორი საკონტროლო მატჩი ლუქსემბურგში

0
55

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი, 14 და 16 თებერვალს გასვლაზე ლუქსემბურგის 19 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე ქვეყნის ერთი წლით უფროსი თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ფორმაციის გუნდი, წელს ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობს.
მაისურაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა შარშან შემოდგომაზე, რუსთავის აკადემიის ტექნიკური ცენტრის მოედანზე აზერბაიჯანთან ორი ამხანაგური ჩაატარეს – ერთი მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთი ჩვენმა გუნდმა მოიგო. ლუქსემბურგთან ტესტმატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო).
მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), სანდრო ლომინაძე (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: საბა მაცაბერიძე (საბურთალო), ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ყველაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ნინიძე (საბურთალო), გივი ხაჩიძე (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი).

14 თებერვალი | ლუქსემბურგი V საქართველო | 18:00
16 თებერვალი | ლუქსემბურგი V საქართველო | 18:00