ბათუმის “დინამო” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში მეორე შეკრებას ისევ ანთალიაში ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 5 ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 5 თებერვალს უკრაინის “ოლექსანდრიას” შეხვდება, 8 თებერვალს – ნორვეგიის “ნესტვედს”, 9 თებერვალს – ლატვიის “ლიეპაიას”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, 13 თებერვალს – უზბეკეთის ჩემპიონ “ფახთაქორს”, ხოლო 16 თებერვალს – ყაზახეთის “აქსუს”.
