„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნიდან“ ნახევარმცველი ინათხოვრა

0
26

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი ინათხოვრა. ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს.
ზაბიცერი „ბაიერნში“ 2021 წელს „ლაიფციგიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში 15-ჯერ ითამაშა და მოედანზე საშუალოდ 41 წუთს ატარებდა.