„არსენალმა“ ჟორჟინიო შეიძინა

0
28

ლონდონის „არსენალმა“ თანაქალაქელ „ჩელსისგან“ ნახევარმცველი ჟორჟინიო იყიდა,
„მეთოფეებმა“ იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. ჟორჟინიომ „ჩელსისთან“ 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეები თუ შეთანხმდებიან თანამშრომლობას ავტომატურად ერთი წელი გააგრძელებენ.
ჟორჟინიო „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად 4 ჯილდო მოიგო. მათ შორის ჩემპიონთა ლიგა.
მან მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ჟორჟინიომ 2 წლის წინ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვა.