„მანჩესტერ სიტიმ“ განაპირა მცველი ჟოაუ კანსელუ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მიუნხენის „ბაიერნში“ გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, გერმანულ კლუბს პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის 70 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.
კანსელუს წასვლის მიზეზი „სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი და მცირე სათამაშო დროა. მანჩესტერელებმა კანსელუ 2019 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ 65 მილიონ ევროდ შეიძინეს. მან განვლილ პერიოდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 154 მატჩში 9 გოლი გაიტანა.





