„დილამ“ სპანდერაშვილი და დრამე გაუშვა

0
47

გორის „დილა“ მალელ ნახევარმცველ ჰაჯი დრამეს და თავდამსხმელ ნუგზარ სპანდერაშვილს დაემშვიდობა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
22 წლის დრამე „დილაში“ გასული სეზონის წინ ჩაირიცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
24 წლის სპანდერაშვილი გორულ გუნდში 2019 წლიდან გამოდიოდა და შარშან საქართველოს ჩემპიონატში გამართულ 13 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.