ისკო კარიერას ბერლინის „უნიონში“ გააგრძელებს, იუწყება გერმანული მედია. 30 წლის ესპანელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ის „უნიონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან 2022 წლის 21 დეკემბერს „სევილიასთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა.
მან სევილიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
