გვილია თავისუფალი აგენტი გახდა

0
69

ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ „რაკუვის“ რიგები დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. საქართველოს ეროვნუ;ლი ნაკრების ნახევარმცველი „რაკუვში“ 2021 წლის აგვისტოში ჩაირიცხა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მას პოტენციალის სრულად გამოვლენაში თავი ტრავმებმა შეუშალა.
გვილია „რაკუვამდე“ უკრაინის ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, ბელარუსის „მინსკში“ და ბატეში, შვეიცარიის „ლუცერნში“, პოლონეთის „გურნიკში“ და „ლეგიაში“ თამაშობდა.