ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იტალიის თასზე „კრემონეზესთან“, ხოლო სერია A-ში „სალერნიტანასთან“ გამოტოვებული მატჩების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია „რომასთან“ შეხვედრაში დაბრუნდა.
მე-2 წრის პირველ მატჩში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდი ჟოზე მოურინიოს რომაელებს მინიმალური ანგარიშით სძლია.
თამაშის პირველ წუთებში კვარაცხელიამ საკარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და სტუმართა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კარიდან გამოსულმა მერეტმა ხელი შეუშალა ცენტრალურ მცველ კიმ მინ-ჯაის, რომლის თავური მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მე-17 წუთზე მარიო რუიმ მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიამ მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ოსიმენმა ბურთი მკერდით „ჩამოიღო“, მუხლით გაისწორა და მიწაზე დაუშვებლად უძლიერასად „ცხრიანში“ გაგზავნა – 1:0. ტაიმის მიწურულს „რომას“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ სპინაცოლას ძალიან სახიფათო დარტყმა მერეტმა გაანეიტრალა.
შესვენების შემდეგ მოურინიომ თამაშში ელ შაარავი ჩართო, რომელიც ძალიან აქტიური იყო. 69-ე წუთზე კვარაცხელია ელმასმა შეცვალა. მიმდიანრე სეზონში საქართველოს ნაკრების გარემარბმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.
75-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზალევსკიმ დიგაონალური გადაცემა მასპინძლების კარის შორეულ ძელთან ელ შაარავის გაუკეთა, რომელმაც ლოსანოს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
86-ე წუთზე ზელინსკის პასის მერე ჯოვანი სიმეონემ „რომას“ საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი ზუსტად დაარტყა – 2:1.
„ნაპოლი“ 53 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და მე-2 ადგილზე მყოფ „ინტერს“ 13 ქულით ასწრებს.
