შკრინიარმა პსჟ-ში გადასვლა დაადასტურა

0
5

მილან შკრინიარი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს. ამის შესახებ სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მცველმა თავად განაცხადა: .
„დიახ, ეს მართალია – „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი გავაფორმე. ველოდები კლუბები როდის შეთანხნდებიან“.
შკრინიარს მილანის „ინტერთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. პარიზელებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სლოვაკის სანაცვლოდ „ინტერს“ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. თუ პსჟ თანხას გააორმაგებს, მაშინ შანსია შკრინიარი უახლოეს ხანში შეიძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში 27 წლის მოთამაშე ფრანგულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

შკრინიარი „ინტერში“ 2017 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 242 მატჩში 11 გოლი გაიტანა.