პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველები ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან სეზონი ქულით განაახლა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში პოზნანელები სტუმრად მიელეცის „სტალს“ შეხვდნენ და გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.
კვეკვესკირი და წიტაიშვილი თადარიგში იყვნენ, მაგრამ თამაშში არ ჩართულან. „ლეხი“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
